Languages:

This site is created using Wikimapia data. Wikimapia is an open-content collaborative map project contributed by volunteers around the world. It contains information about 32501286 places and counting. Learn more about Wikimapia and cityguides.

ახალი ათონი

ახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონში, ყოფილი ფსირცხა.

ქალაქად გამოცხადდა 1987 წელს. მოსახლეობა 4,3 ათასი (1989 წ.). ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე და მიმდებარე მთების სამხრეთ კალთებზე. სოხუმიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). ივერიის მთის თავზე შემორჩენილია ანტიკური ტაძრისა და ძველი ციხესიმაგრის ნანგრევები. ამავე მთის ძირას არის ახალი ათონის კარსტული მღვიმეები, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ობიექტია. აქ არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ახალი_ათონი

Recent city comments:

  • ახალი ათონი, luka (guest) wrote 13 წლის წინ:
    copy from wikipedia !!!
ახალი ათონი on the map.

Recent city photos:

უფრო მეტი ფოტო...